გამანადგურებელი წყალდიდობა თბილისში საბავშვო ზღაპრად „იქცა“

© Sputnik / Alexander Imedashviliბეგი ზოოპარკში ბრუნდება
ბეგი ზოოპარკში ბრუნდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ წიგნში ბეჰემოთ ბეგისთან დაკავშირებით ერთი საინტერესო წინასწარმეტყველება არის

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. მწერალ თეა თოფურიას საბავშვო წიგნი „წყალდიდობა ზოოპარკში“, რომელსაც საფუძვლად დაედო რეალური ფაქტი - 2015 წლის დამღუპველი წყალდიდობა - 2019 წლის სექტემბერში დაიბეჭდება.

ასე გამოიყურებოდა თბილისის ცენტრი წყალდიდობის შემდეგ. ფოტოზე - ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია - Sputnik საქართველო
დანგრეული სახლები, მტაცებლები ქუჩებში და დატბორილი ქალაქი – თბილისის წყალდიდობის ფოტოები

2015 წლის 14 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწით, ქვებითა და ხეებით სავსე წყლის დიდი მასა ღამის თბილისში შემოიჭრა. დაიტბორა ქალაქის ცენტრი. სტიქიური უბედურების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. წყალდიდობის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ოჯახი. 14 ივნისის ღამეს პირველი დარტყმა საკუთარ თავზე სვანიძის ქუჩაზე თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარმა მიიღო, სადაც უამრავი ძაღლი და 10 დათვი ცხოვრობდა. მათი უმრავლესობა დაიღუპა.

წიგნი „წყალდიდობა ზოოპარკში“ დაიბეჭდება გამომცემლობაში „ზოლიანი კატა“. აღსანიშნავია, რომ მანამდე წიგნი გერმანულ ენაზე გერმანიაში გამოვიდა, სადაც ნორჩი მკითხველების საქებარი გამოხმაურება დაიმსახურა.

როგორი იქნება ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი - კალაძემ ესკიზები წარმოადგინა >>

გიგლა აგულაშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი: თბილისში წყალდიდობა კვლავ შესაძლებელია განმეორდეს

აღსანიშნავია, რომ ქართველი ავტორის წიგნში, რომელიც წყალდიდობის შემდეგ დაიწერა, არის საინტერესო წინასწარმეტყველება: თეა თოფურია წერს ბეჰემოთ ბეგის შესახებ, რომელსაც ზოოპარკის შესასვლელთან ცხოველების გადარჩენისთვის ძეგლი დაუდგეს.

ცნობილია, რომ 2018 წელს თბილისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბეჰემოთ ბეგის ძეგლის დადგმა, რომელიც სტიქიას გადაურჩა და ტრაგედიიდან მეორე დღეს გმირთა მოედანზე სეირნობდა.

„ზოოპარკის შესასვლელთან ბეჰემოთს დაუდგეს ძეგლი, რადგან სწორედ მან გადაარჩინა ცხოველები, რომლებიც იხრჩობოდნენ. ის ძალიან პოპულარული გახდა. როდესაც მას არ ეზარება, ის პირადად გამოდის ზოოპარკის სტუმრებთან და ავტოგრაფებს არიგებს. მეც მაქვს ბარათი მისი თათის ანაბეჭდით. ის რედაქციის კედელზე მიკიდია“, - წერს ავტორი.

თეა თოფურია - ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორი. დაიბადა 1977 წელს სოხუმში. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტიკაში, აშუქებს თემებს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას და გარემოს დაცვას უკავშირდება. არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი. თოფურია - ავტორია ორი საბავშვო წიგნის -„პარადიის არდადეგები“ და „გასაღვიძებელი ზღაპრები“.

ყველა ახალი ამბავი
0