00:42 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
Miss Universe 2019 (საქართველოს წარმომადგენელი მარჯვნივაა)

„მის სამყარო 2019“-ის მონაწილეები, მათ შორის ქართველი გოგონა უმაკიაჟოდ გამოჩნდნენ

© Courtesy of Benjamin Askinas
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (600)
10220

ეს იყო გაბედული, გამომწვევი და მომგებიანი ნაბიჯი, რადგან შენ გაკვირდება არამხოლოდ მთელი სამყარო, არამედ ჟიურიც

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სილამაზის საერთაშორისო კონკურს „მის სამყარო 2019“-ის (Miss Universe 2019) 13-მა უშიშარმა მონაწილემ, რომელთა შორის არის ქართველი, 25 წლის თაკო ადამია, საკუთარი თავი კოსმეტიკის გარეშე წარმოაჩინა, მათ ფოტოებს გამოცემა The Insider-ი აქვეყნებს.

„ზურგიდანაც ლამაზი ხარ...“ - ნინი გოგიჩაიშვილის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა >>

საქართველოს წარმომადგენლის გარდა, ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღეს ლამაზმანებმა იამაიკიდან, პოლონეთიდან, მალტიდან, გუამიდან, ჩილედან, ჰაიტიდან, ბაჰამის კუნძულებიდან, მონღოლეთიდან, წმინდა ლუსიადან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ისრაელიდან.

Грузинская участница конкурса красоты Miss Universe 2019
Copyright © 2019 Insider Inc
თაკო ადამია

გამოცემაში ასევე საუბარია ქართველი კონკურსანტის გატაცებებზე და მიზნებზე.

„25 წლის მონაწილე ხშირად მუშაობს ახალგაზრდებთან თავის ქვეყანაში, რათა განათლების მნიშვნელობაზე უამბოს. „მის სამყაროს“ ვებგვერდზე ის მოხსენიებულია როგორც „მშვიდობის არაფორმალური ელჩი“, წერს Insider

რიგით 68-ე კონკურსის ფინალი ქალაქ ატლანტაში (აშშ, ჯორჯიას შტატი) 8 დეკემბერს გაიმართება.

„სამყაროს“ ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულისთვის იბრძოლებს 90 ლამაზმანი - ეროვნული კონკურსების გამარჯვებულები. წელს გამარჯვებულს გადაეცემა ახალი დიზაინის გვირგვინი, რომელიც ევროპის წამყვანმა საიუველირო კომპანია Mouawad-მა დაამზადა.

სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ მოდელი თაკო ადამია გახდა „ვიცე-მის საქართველო 2018“ და ამით მოიპოვა უფლება საქართველო ატლანტაში სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინოს. თაკო სასტუმრო Ambassadori Tbilisi Hotel-ში ფრონტ ოფის-მენეჯერად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში არ მონაწილეობენ რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები. „მის რუსეთი-2019“-ის ტიტულის მფლობელმა ალინა სანკომ დროულად ვერ მოახერხა ამერიკის ვიზის აღება და კონკურსისთვის მომზადება, ხოლო უკრაინელ ანასტასია სუბოტას ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა.

თემები:
საქართველო და კულტურა (600)

მთავარი თემები