„მის საქართველო 2018“ ნინი გოგიჩაიშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია. მოდელმა Instagram-ზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და ბევრი კომპლიმენტი მიიღო.
ნინი საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე „მის მსოფლიო 2019“ -ზე წარადგენს.
ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა არის სწორედ შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობა.
გოგონას სიმაღლე 173 სმ, მისი პარამეტრებია 88-60-88.
„მის საქართველო-2018“-ის ტიტულისთვის თბილისიდან, რუსთავიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, წყალტუბოდან და სოფელ ოკრიბადან სულ 14 კონკურსანტი იბრძოდა.
პროექტი „მის საქართველო“ - საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ეროვნული სილამაზის კონკურსია, რომელსაც 2003 წლიდან Image Centre ატარებს. ეს მასშტაბური პროექტი გოგონებს აძლევს შესაძლებლობას სამოდელო სფეროში პროფესიული გამოცდილება მიიღონ და სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.