გამოვლინდნენ „ახალი ქართული პიესა 2019"-ის გამარჯვებულები

© photo : Ministry of Culture 0f Georgia / FB„თუმანიშვილის ვაშლი"
„თუმანიშვილის ვაშლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუმანიშვილის ფონდი 1998 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2019" გამარჯვებულები გამოვლინდნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული თეატრები „დურუჯი 2019“-ის პრემიისთვის ბრძოლას იწყებენ>>

კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და, ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

სამინისტროს ცნობით:

  • I პრემია გადაეცა ანამარია გურგენიშვილს პიესისთვის „ბოიციდი".
  • II პრემია - დავით ტურაშვილს პიესისთვის - „არის ასეთი ქალაქი"
  • III პრემია - გურამ მაცხონაშვილს პიესისთვის - Asap.

სამივე გამარჯვებულს გადაეცა ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი". გარდა ამისა. „თუმანიშვილის ვაშლი" - დამატებითი პრიზი – განსაკუთრებულად საინტერესო ნაშრომისთვის პროექტის მონაწილე გოგი ყაჯრიშვილს გადაეცა.

საბა - Sputnik საქართველო
ვინ არიან ლიტერატურული პრემია „საბას" ფინალისტები

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია" 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისაგან შედგება - „ახალი ქართული პიესა" და „თარგმნილი პიესა". კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.

კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2019" წელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. უწყების ცნობით, ქართულ თეატრალურ სამყაროს 500-ზე მეტი ახალი პიესა შეემატა, რომელთა დიდი ნაწილი თეატრებში უკვე დადგმულია.

თუმანიშვილის ფონდი 1998 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე.

ყველა ახალი ამბავი
0