ქართული თეატრები „დურუჯი 2019“-ის პრემიისთვის ბრძოლას იწყებენ

© photo: Duruji / FBდურუჯი
დურუჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებულებს ხუთკაციანი კომპეტენტური ჟიური ფარული კენჭისყრით, დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე გამოავლენს.

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. 2019 წლის თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ წარდგენილ კანდიდატთა მოკლე სია ცნობილია, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეატრალური პრემია „დურუჯი" პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკრისა" და კომპანია „რედიქს ჯგუფის" მიერ 2008 წელს დაარსდა. 

ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
ყაზახეთში კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად ქართველი აღიარეს

ჟიურიმ, რომლის ვინაობაც ფართო საზოგადოებისთვის დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი, თითოეულ ნომინაციაზე კანდიდატთა მოკლე ნუსხა შეადგინა.

სხვადასხვა ჯილდოსთვის იბრძოლებენ:

საუკეთესო სპექტაკლი: „ჰეკაბე“ - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი,  რეჟისორი - მიხეილ ჩარკვიანი;  “ანტიმედეა” – თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. 

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი: „ახალი ხედვა”:  „ჰეკაბე” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი; „ანტიმედეა” - თბილისის ახალი დრამის ფესტივალი, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი; “მარინა რევია” - ფოთის ვ.გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე. 

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა:  „მარინა რევია“ - ფოთის ვ. გუნიას სახელმწიფო დრამატული თეატრი,  რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე;  „ანტიმედეა“- თბილისის ახალი დრამის ფესტივალი, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი;  „საწოლში მირასთან” -  რეჟისორი სოფიო ქელბაქიანი.

საუკეთესო სცენოგრაფია: „ალტონელი განდეგილები” -  თავისუფალი თეატრი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი; „იდეალური ოჯახი “ - ილიას უნივერსიტეტის თეატრი, რეჟისორი დავით ჭახრაკია.

საუკეთესო მუსიკა: „ღვთაებრივი კომედია” - მოძრაობის თეატრი, რეჟისორი იოსებ ბაკურაძე; „ჰეკაბე”  -  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი;  „ანტიმედეა" - თბილისის ახალი დრამის ფესტივალი, რეჟისორი - გურამ მაცხონაშვილი

საუკეთესო ქალი მსახიობი: ლილი ხურითი - „ანტიმედეა” - რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, თბილისის ახალი დრამის ფესტივალი; ენდი ძიძავა - “მარინა რევია” - რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე,  ვ.გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრი;  ანი იმნაძე - „მე იძულებული ვიყავი მომეკლა” - რეჟისორი - თემო კუპრავა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. 

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
გრან-პრი! ქართული ფილმი „შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია

საუკეთესო კაცი მსახიობი: არჩილ ბარათაშვილი - „ანტიმედეა” – რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, თბილისის ახალი დრამის ფესტივალი; გივიკო ბარათაშვილი - „ალტონელი განდეგილები” – თავისუფალი თეატრი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი; ბიჭკა ჭეიშვილი - „ბალიშის კაცუნა” – დ.ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი, რეჟისორი - გეგა გაგნიძე.

საუკეთესო დებიუტი: „ბალიშის კაცუნა “ - რეჟისორი გეგა გაგნიძე, დ.ალექსიძის სახელობის თეატრი;  „მარატ სადი” - რეჟისორი - საბა ასლამაზიშვილი, ილიას უნივერსიტეტის თეატრი. 

დაჯილდოების ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება.

გამარჯვებულებს შვიდკაციანი კომპეტენტური ჟიური ფარული კენჭისყრით, დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე გამოავლენს.

პრემიის ფარგლებში ლაურეატებს ქანდაკებასთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდოები. საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილია 12 ათასი ლარი, დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის — 2-2 ათასი ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0