09:22 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ნინო კირთაძე

„ევროპულ ოსკარზე“ წამყვანი ქართველი რეჟისორი ნინო კირთაძე იქნება

© photo: Nino Kirtadze / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (600)
5320

ქართველი არტისტი გამოაცხადებს გამარჯვებულს ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ და მას საოცნებო სტატუეტს გადასცემს

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორი და მსახიობი ნინო კირთაძე იქნება ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კინოაკადემიის პრემიაზე European Film Awards, რომელიც ბერლინში 7 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან პრემიის ორგანიზატორები.

საქართველოს „ევრიმაჟში" ნინო კირთაძე წარადგენს >>

კერძოდ, კირთაძე გამოაცხადებს გამარჯვებულს „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ ნომინაციაში და მას პრიზს გადასცემს.

წელს კინოაკადემიის პრემიისთვის, რომელსაც ასევე „ევროპულ ოსკარს“ უწოდებენ, იბრძოლებს რეჟისორ ლევან აკინის გახმაურებული ქართულ-შვედური ფილმი არატრადიციული სიყვარულის შესახებ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced).

ევროპული კინოაკადემიის ჯილდო დაარსდა 1988 წელს, როგორც „ოსკარის“ ევროპული ალტერნატივა. დაჯილდოების ცერემონია ტარდება ნაკიან წელიწადს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ხოლო არანაკიან წელიწადს გერმანიაში, ყველაზე ხშირად ბერლინში. ბოლო წლებში ფესტივალმა დაიმსახურა კიდევ ერთი სახელწოდება „ფელიქსი“ (Felix Awards), სტატუეტის პატივსაცემად, რომელიც ლაურეატებს 1996 წლამდე გადაეცემოდა.

ნინო კირთაძე

ყოფილი ჟურნალისტი ნინო კირთაძე 1997 წლიდან მოღვაწეობს და ცხოვრობს პარიზში. ნინოს სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა.

დღეს ის ევროპაში აღიარებული რეჟისორია - არტჰაუსის ფრანგი რეჟისორი-სცენარისტების გილდიის ხუთგზის ლაურეატია, ოთხჯერ მოიპოვა საფრანგეთში „წლის საუკეთესო ფილმის“ პრიზი, ადოლფ გრიმეს სახელობის გერმანული ჯილდოს მფლობელია. ნინო არის ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზის მფლობელი, როგორიცაა სანდენსის ფესტივალზე ჯილდო „საუკეთესო რეჟისურისთვის“ (აშშ) და ევროპული კინოაკადემიის „ოსკარი“.

ნინო კირთაძე ავტორია ფილმების: „ჩეჩნური იავნანა", „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე", „მილსადენის მეზობლები", „დურაკოვო: სულელების სოფელი", „არ ისუნთქო", „გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე" და ა.შ.

2019 წლიდან ნინო კირთაძე საქართველოს წარმომადგენელია კინოს მხარდაჭერის ევროპულ ფონდ „ევრიმაჟში"(Eurimages).

თემები:
საქართველო და კულტურა (600)

მთავარი თემები