დასახელდნენ „დურუჯი 2019"-ის გამარჯვებულები

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშისცენა ერთ-ერთი სპექტაკლიდან
სცენა ერთ-ერთი სპექტაკლიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრმცოდნეებმა „დურუჯი-2019"-ის გამარჯვებულები დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში თეატრალური პრემია „დურუჯი 2019"-ის გამარჯვებულები გამოავლინეს, ლაურეატების სია თანამედროვე ქართული თეატრის ცენტრმა გამოაქვეყნა.

წლის საუკეთესო სპექტაკლის წოდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმამ „ჰეკაბემ" მიიღო, რომლის რეჟისორია მიხეილ ჩარკვიანი.

ჯილდო საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, რომელსაც ამ წელს „ახალი ხედვა" ეწოდება, მიიღო რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის „ანტიმედეა".

წინანდლის პრემია 2017 - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა „წინანდლის პრემია 2019"-ის ლაურეატების ვინაობა

ქანდაკება საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესისთვის გადაეცა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ალექსი ჩიღვინაძის პიესის „მარინა რევია" დადგმისთვის, ხოლო ამავე პიესაში შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალ მსახიობად ენდი ძიძავა დასახელდა.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობის წოდება მიიღო დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის მსახიობმა ბიჭკა ჭეიშვილმა სპექტაკლ „ბალიშის კაცუნაში" შესრულებული როლისთვის. რეჟისორ გეგა გაგნიძის ამ წარმოდგენამ გაიმარჯვა კიდევ ერთ ნომინაციაში – „საუკეთესო დებიუტი".

საუკეთესო სცენოგრაფის (მხატვრის) წოდება თეო კუხიანიძემ მოიპოვა თავისუფალ თეატრში დადგმული წარმოდგენისთვის „ალტონელი განდეგილები".

ქართული თეატრები „დურუჯი 2019“-ის პრემიისთვის ბრძოლას იწყებენ>>

ქანდაკება საუკეთესო მუსიკისთვის ჟიურის წევრებმა მიანიჭეს სანდრო ნიკოლაძეს და დავით კაკულიას მოძრაობის თეატრში დადგმული „ღვთაებრივი კომედიის" მუსიკისთვის.

„დურუჯი 2019"-ის ქანდაკებების ბედს, ტრადიციულად, შვიდი წევრისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური წყვეტდა. გამარჯვებულები ფარული კენჭისყრის შედეგად 28 ნოემბერს, დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოავლინეს.

ლაურეატებმა ქანდაკებებთან ერთად ფულადი პრემიებიც მიიღეს. ნომინაციისთვის „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" გათვალისწინებულია 12 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულებს ორ-ორი ათასი ლარი უნდა გადასცენ.

ყველა ახალი ამბავი
0