„მასტერ-შეფის“ კონკურსანტებმა ჟიური უნიკალური ქართული კერძებით გააკვირვეს

© photo: Masterchef Georgia / FB პირველოი არხის კულინარიული შოუ „მასტერ-შეფი“
პირველოი არხის კულინარიული შოუ „მასტერ-შეფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოუს ყურადღების ცენტრში მოხვდა თუშური, სამცხე-ჯავახეთის და ქართლის ტრადიციული სამზარეულოს შედევრები.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. პოპულარული კულინარიული რეალიტი-შოუ „მასტერ-შეფის“ მორიგი ეპიზოდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მდიდარი გემოვნებითი თვისებების მქონე, მაგრამ გურმანების უმრავლესობისთვის ნაკლებად ცნობილ სამზარეულოს მიეძღვნა. შოუ „პირველ არხზე“ გადის.

ქართული გასტრონომიის ახალი გემო – პროექტი „მასტერ-შეფი“ კერძების შერჩევას ამკაცრებს >>

საინტერესოა, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა არა სამეგრელოს და აჭარის სამზარეულო, რომლის შედევრები ისედაც ნაცნობია მილიონობით ქართველი და უცხოელი კულინარისთვის, არამედ თუშეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქართლის.

კონკურსანტებმა გააცოცხლეს ისეთი მივიწყებული კერძები, რომლებიც ჩვენი წინაპრების საკვები იყო. ეს არის ყველისა და ხაჭოს მოსმულა პიტნისა და ტარხუნის სოუსით, რომელიც წარადგინა თუშეთმა. სამცხე-ჯავახეთის დიასახლისების „სამეფო“ კერძია აპოხტის ხინკალი ხახვისა და ნივრის ჩიპსებით, ასევე სვანური თაშმიჯაბი, რომლის ბაზას გოგრა წარმოადგენს.

წინა გადაცემის ლიდერს დიმუ მენაბდეს აფხაზეთის სამზარეულო შეხვდა. კულინარმა აჯიკიანი ძრძ მოამზადა. ეს საკმაოდ ცხარე და პიკანტური კერძია. ქათმის ხორციც კი, რომელიც კერძის ბაზას წარმოადგენს, აჯიკაში იხარშება. თავის შედევრს გემოს გასამდიდრებლად დიმუმ ცოტა ლიმონის ცედრა დაუმატა.

მესამე საკონკურსო დღის შედეგებით, ჟიურიმ ვერ შეაფასა კახური მშრალი ჩაქაფული გუდის ყველით. ეს კერძი, რომელიც სოფო გოგებაშვილმა მოამზადა, ყველაზე ცუდი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, ჟიური ყოველ მომდევნო ტურთან ერთად საკონკურსო დავალებებს სულ უფრო ართულებს.

„მასტერ-შეფის“ პირველი სეზონი 2019 წლის 18 მაისს დაიწყო. პროექტმა ტელეეკრანებთან მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა შეკრიბა. შოუში მონაწილეობის მისაღებად კასტინგი 70-მდე კულინარმა გაიარა.

როგორც გასულ სეზონზე, ამჯერადაც შოუს მონაწილეებს აფასებენ საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რესტორან „შეფის ბებიის" დამაარსებელი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური და კულინარიის აკადემიის ლექტორი, შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია.

ყველა ახალი ამბავი
0