20:12 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
„მასტერშეფი“

ქართული გასტრონომიის ახალი გემო – პროექტი „მასტერ-შეფი“ კერძების შერჩევას ამკაცრებს

photo: Masterchef Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

შოუს ბოლო გამოშვების საუკეთესო კერძი საერთოდ არ იყო ქართული – გამარჯვებულმა ჟიურის ბურგერი შესთავაზა.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. იმისთვის, რომ „პირველი არხის“ პოპულარული კულინარიული შოუს „მასტერ-შეფის“ ჟიურის წევრების აღიარება მოიპოვონ, კონკურსანტებმა თავიანთ კერძში მინიმუმ 70% ქართული პროდუქტები უნდა გამოიყენონ – პროექტის ჟიურიმ შესარჩევი ეტაპიდან 10 ფინალისტი ასეთი კრიტერიუმებით შეარჩია.

საუკეთესო კერძი გუშინ არაქართული პროდუქტი ბურგერი გახდა. მაგრამ კონკურსის მონაწილე დიმუ შეეცადა კერძისთვის ქართული ელფერი მიეცა: შეცვალა ხახვის „რგოლები“ ბადრიჯნით, მოიგონა სოუსი ჟოლოთი, შებოლილი ყველითა და რაჭული ლორით. ეს საუკეთესო და ყველაზე გემრიელი კერძი გახდა გუშინ.

ყველაზე უარესი გემოს მქონე კი ერთდროულად ორი კერძი გახდა, რომლებსაც არ ეყო ტექსტურა და კრეატივი. „არც ვიზუალი, არც გემო“ – ასეთი შეფასება მისცეს ჟიურის წევრებმა ამ კერძებს. აუტსაიდერთა შორის მოხვდნენ ანუკი და სოფო. ჟიურიმ არ შეაფასა ყალია ბროწეულის სოუსითა და თაფლიანი გებჟალია. შედეგად, პროექტი ამბიციურმა ანუკიმ დატოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მონაწილეები არ უშინდებოდნენ ექსპერიმენტებს. ერთ-ერთმა მონაწილემ ჩვეულებრივი ლობიო და მჭადი დესერტის სახით წარმოადგინა და კერძში კარამელიზებული ნიგოზი და „ადესა“ ყურძნის სოუსი დაუმატა.

ამ სეზონში ბევრი აღნიშნავს პროექტის მონაწილეების არაკეთილმოსურნე განწყობას ერთმანეთის მიმართ. მაყურებლის აზრით, პროგრამის ძირითად ნაწილს არა კერძების მომზადება, არამედ მონაწილეების ჭორაობა და ცინიზმი იკავებს.

როგორც გასულ სეზონზე, ამჯერადაც შოუს მონაწილეებს აფასებენ საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რესტორან „შეფის ბებიის" დამაარსებელი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური და კულინარიის აკადემიის ლექტორი, შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია.

 

მთავარი თემები