ქეთი მელუა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ახალი ევროტურისთვის ემზადება

გამოწერა
ქეთი მელუამ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა 2016 წელს რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერეს და ევროპის 37 ქალაქში ერთობლივ ტურნეში გაემგზავრნენ.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ქართული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა ევროპის 45 ქალაქში გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად მასშტაბური ტურისთვის ემზადება. ამის შესახებ მომღერალმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„აღელვებული ვარ! 2020 წელს ახალი ტურნე იქნება საკუთარ ბენდთან ერთად. 45 კონცერტი დიდ ბრიტანეთში, ასევე ისლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ბილეთები ხელმისაწვდომია 22 ნოემბრიდან", – დაწერა ქეთი მელუამ.

ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი კონცერტებით ევროპის 12 ქვეყანას მოივლიან>>

მომღერლის თქმით, ევროტურში მასთან ერთად გაემგზავრება გორის ქალთა კამერული გუნდი, რომელთანაც ის უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს.

ქეთი მელუა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა - Sputnik საქართველო
ქეთი მელუამ საქართველოს ღირსების ორდენი მიიღო

„როგორც იცით, გასულ წელს შემოგვიერთდა ბრწყინვალე ქალთა კამერული გუნდი გორიდან. ჩვენ შევძელით ლონდონის შოუს ჩაწერა და მალე გამოვა ამ კონცერტების ალბომი Live in Concert. მადლობელი ვარ, რომ ამ შესანიშნავ ხმებთან ერთად მომიწია მუშაობა", – დაწერა მელუამ.

ქეთი მელუამ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა 2016 წელს რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერეს და ევროპის 37 ქალაქში ერთობლივ ტურნეში გაემგზავრნენ

ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა. ის ერთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. ხუთ თვეში ამ ალბომის 1,2 მილიონი ასლი გაიყიდა. 2006 წელს ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) ქეთი მელუას ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალი-შემსრულებელი უწოდა.

„საქართველო ჩემი სამშობლოა“ - ქეთი მელუა დღეს იუბილარია>>

ამჟამად ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. ის კომპოზიციებს ასრულებს ჯაზისა და ბლუზის სტილში. Sunday Times-ის ვერსიით 2008 წელს მელუა 30 წლამდე ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების ათეულში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0