საქართველოს ცნობილი მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი ეწვევა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკარლოს რეიგადასი
კარლოს რეიგადასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მექსიკელი რეჟისორის ჩამოსვლასა და მის მასტერ-კლასებს ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის თბილისის მერია აფინანსებს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. „ოქროს პალმის რტოს" მფლობელი, ცნობილი მექსიკელი კინორეჟისორი, ეროვნული და საერთაშორისო პრემიების არაერთგზის მფლობელი კარლოს რეიგადასი საქართველოს 3 დეკემბერს ეწვევა.

ცნობილი კინორეჟისორი საქართველოს დედაქალაქს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეწვევა, რომელიც 1-8 დეკემბერს გაიმართება.

ჯილოები - „ოქროს პრომეთე“ და „ვერცხლის პრომეთე“ - Sputnik საქართველო
საჩუქარი კინომანებს: თბილისის კინოფესტივალს ჰიჩკოკის ტრილერი „შანტაჟი“ გახსნის

რეიგადასი იქნება პროექტ „თანამედროვე კინოს ოსტატის" სტუმარი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს კურირებას. 3 და 4 დეკემბერს ის ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო სცენაზე (თეატრალური უნივერსიტეტის №1 აუდიტორია) მასტერ-კლასებს ჩაატარებს.

მასტერ-კლასის თემა 3 დეკემბერს იქნება იდეისა და მომავალი ფილმის მხატვრული კონცეფციის ჩამოყალიბება, სცენარის შექმნის მეთოდოლოგია, ფილმის გადაღებისთვის მოსამზადებელი პერიოდი, მსახიობთან მუშაობის თავისებურება, გადაღების პროცესი; ხოლო 4 დეკემბერს – პოსტ-პროდუქციის პერიოდი: მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი, მუსიკა.

ცნობილი მექსიკელი რეჟისორის ჩამოსვლასა და მის მასტერ-კლასებს ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის თბილისის მერია აფინანსებს.

გეილ ანა ჰარდი - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ შემდეგ თბილისს „ტერმინატორისა“ და „მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი ესტუმრება

კარლოს რეიგადას კასტილიომ (Carlos Reygadas Castillo) მეხიკოში შეისწავლა სამართალი. მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში ლონდონსა და ბრიუსელში. კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკის ფილმების დიდი სიყვარულის შედეგად გახდა.

რეიგადასმა პირველივე ფილმისთვის „იაპონია" (2002) კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა" მოიგო. ასევე კანში 2007 წელს მისმა ფილმმა Silent Light („უხმო სინათლე") ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

კანის 65-ე საერთაშორისო ფესტივალზე დრამამ Post Tenebras lux („შუქი წყვდიადის შემდეგ") მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის. რეიგადასი არის ასევე კინოპროდიუსერი.

ყველა ახალი ამბავი
0