ცნობილი გახდა „წინანდლის პრემია 2019"-ის ლაურეატების ვინაობა

© courtesy of Tsinandali Award"წინანდლის პრემია 2017"
წინანდლის პრემია 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემია გადაეცემათ 18-დან 30 წლამდე პირებს რვა კატეგორიაში, მათ შორის – თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა, მეცნიერება...

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი გახდა „წინანდლის პრემიის" 24 ლაურეატის ვინაობა. ჯილდოს ზურაბ ჟვანიას ფონდი საქართველოში ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერებსა და ხელოვნების მოღვაწეებს ყოველწლიურად გადასცემს.

წინანდლის პრემია - Sputnik საქართველო
„წინანდლის პრემია“ ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვნების მოღვაწეებს იწვევს

პრემია გადაეცემათ 18-დან 30 წლამდე პირებს რვა კატეგორიაში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა – პროზა და პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

ნომინაციაში „თეატრალური ხელოვნება" პრემიის ლაურეატები გახდნენ გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე. კატეგორიაში „კინოხელოვნება" გაიმარჯვეს მიხეილ ანთაძემ, პეტრე თომაძემ და გიორგი წერეთელმა.

ნომინაციაში „მხატვრული ლიტერატურა" ჯილდო პროზაში გადაეცათ მწერლებს ბექა ადამაშვილს, დათო ბადალაშვილს და ილია ჭანტურიას, ხოლო პოეზიაში – პოეტებს ერეკლე დეისაძეს, ნინი ელიაშვილსა და ნინა სამხარაძეს.

ნომინაციაში „მუსიკალური ხელოვნება" პრემია გადაეცათ მუსიკოსებს გიორგი გიგაშვილს, სანდრო ნებიერიძეს და ანა ყიფიანს, „სახვით ხელოვნებაში" კი ქეთა გავაშელს, ანდრია დოლიძეს, ლადო ლომიტაშვილს და მიხეილ სულაკაურს.

რაც შეეხება მეცნიერებას, კატეგორიაში „ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები" გაიმარჯვეს ანა გოგოლაშვილმა, გრიგოლ დიდიძემ და ნათია სამსონიძემ, „ჰუმანიტარულ მეცნიერებებში" კი ოთარ გაბუნიამ, ანა დოლიძემ და თეონა ლომსაძემ.

პრემია „ლიტერა - Sputnik საქართველო
ლიტერატურული პრემია „ლიტერას" გამარჯვებულები ცნობილია

გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 10 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება. მათ გადაეცემათ დიპლომები, სპეციალური პრიზები და ფულადი პრემიები.

პრემიის შესახებ

პრემიის დაარსების იდეა 1998 წელს წამოიჭრა წინანდალში ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე, რაც 1999 წელს განხორციელდა კიდეც. „წინანდლის პრემიის" მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედებითი მოღვაწეების პოპულარიზაცია, წახალისება და მხარდაჭერა. დაჯილდოების პირველი ცერემონია იმავე წელს გაიმართა „თეატრალურ სარდაფში" პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პატრონაჟით.

„წინანდლის პრემია" საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღადგინა 2014 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით.

პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0