„წინანდლის პრემია“ ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვნების მოღვაწეებს იწვევს

© courtesy of Tsinandali Award"წინანდლის პრემია"
წინანდლის პრემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მალე დასრულდება.

თბილისი, 18 ოქტომბერი  — Sputnik. ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდი, რომელიც საქართველოში ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერებსა და ხელოვნების მოღვაწეებს უჭერს მხარს, ყოველწლიურ „წინანდლის პრემიაში“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას 20 ოქტომბერს ასრულებს.

პრემია გადაეცემათ 18-დან 30 წლამდე პირებს რვა კატეგორიაში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა – პროზა და პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პრემიის ოფიციალურ გვერდზე აპლიკაციის ფორმა უნდა შეავსონ.

2019 წელს პრემიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს. ადრე კი, 2014 წლიდან მას სახელმწიფოს მეთაურის ფონდი აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ პრემიის ლაურეატები მიიღებენ არა მარტო ფულად ჯილდოსა და დიპლომებს, არამედ საჩუქრებს სპონსორებისგანაც. 

 Jazz & Wine კახეთში - Sputnik საქართველო
წინანდალში Jazz and Wine-ის მოყვარულებს არაერთი სიურპრიზი ელოდებათ

„წინანდლის პრემია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ზუსტი თარიღი და ლოკაცია ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

პრემიის შესახებ

პრემიის დაარსების იდეა 1998 წელს წამოიჭრა წინანდალში ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე, რაც 1999 წელს განხორციელდა კიდეც. „წინანდლის პრემიის“ მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედებითი მოღვაწეების პოპულარიზაცია, წახალისება და მხარდაჭერა. დაჯილდოების პირველი ცერემონია იმავე წელს გაიმართა „თეატრალურ სარდაფში“ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პატრონაჟით.

„წინანდლის პრემია“ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღადგინა 2014 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით.

პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0