გავლენიანი პროფესიონალები ევროპიდან თბილისის პირველ მუსიკალურ ფორუმზე შეიკრიბებიან

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება დააინტერესებს მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კლუბების მფლობელებს, მუსიკალურ პრომოუტერებსა და არტ-მენეჯერებს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პირველი მუსიკალური ფორუმი გავლენიანი ექსპერტების მონაწილეობით ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, და არა მხოლოდ, თბილისში 22-23 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიება დააინტერესებს მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კლუბების მფლობელებს, მუსიკალურ პრომოუტერებს, არტ-მენეჯერებს და ასევე მათ, ვისაც ფორუმზე თავისი მუსიკალური შემოქმედების წარდგენა სურს.

ორკესტრი - Sputnik საქართველო
თბილისი ბაროკოს ეპოქის მუსიკისა და ცეკვის ფესტივალს უმასპინძლებს

ფორუმის მიზანია საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარება.

მუსიკალური ფორუმის ფარგლებში დედაქალაქს ეწვევიან მუსიკალური სამყაროს ცნობილი ფიგურები. მათ შორისაა აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ხელოვნების ცენტრის NYU აღმასრულებელი დირექტორი, ფესტივალის GlobalFEST თანადამფუძნებელი ბილ ბრაგინი (Bill Bragin), ბელგიაში ხელოვნების ცენტრში BOZAR მუსიკალური პროგრამების ხელმძღვანელი რულ ვანჰუკი (Roel Vanhoeck) და Europe Jazz Network-ის კოორდინატორ-ადმინისტრატორი ფრანჩესკა ჩერეტანი (Francesca Cerretani).

ქართველმა ბარიტონმა გერმანიის კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა>>

ფორუმზე ქართველი სპიკერები ამ სფეროს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, მის პრობლემატიკასა და მიღწევებს. ფორუმი თავის ტერიტორიაზე გააერთიანებს პანელ-დისკუსიებს, მასტერ-კლასებს, სემინარებსა და შეხვედრებს.

კონსერვატორიის მცირე დარბაზი - Sputnik საქართველო
თბილისში კამერული მუსიკის ფესტივალი ნოემბერში გაიმართება

ფორუმი 22 ნოემბერს თბილისის სასტუმრო Courtyard Marriott-ში დახურული სემინარით დაიწყება. მეორე დღეს, 23 ნოემბერს ღონისძიება Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლებს, სადაც მესამე პავილიონში პანელ-დისკუსიები გაიმართება. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ წინასწარ ონლაინ-რეგისტრაციის გავლაა საჭირო.

ფორუმის ორივე დღეს 20:00 საათზე დაგეგმილია კონცერტები და შოუ-ქეისები ჯაზ-კლუბ Singer-სა და არტ-ცენტრ Fabrika-ში.

მუსიკალური ფორუმის ორგანიზატორია Kavkaz Jazz Festival და არაკომერციული ორგანიზაცია ArtBridge. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოში ჩეხეთისა და თურქეთის საელჩოების მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0