10:38 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1180)
102 0 0

8 ნოემბერს ფილმის საპრემიერო ჩვენებას თბილისსა და ბათუმში არეულობა მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა დედაქალაქში, სამი კი ბათუმში.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებითი ჯგუფი ქართულ პორტალებზე კინოსურათის მეკობრულად გავრცელების გამო გამოძიების დაწყებას მოითხოვს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში რეჟისორი ლევან აკინი და მთავარი გმირის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ამბობენ, რომ ინტერნეტში კინოსურათის გავრცელება ფილმის საფესტივალო კამპანიის ჩატარებას ხელს უშლის. ამასთან, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის თანახმად, ფილმის გავრცელება დაუშვებელია. მათი თქმით, ფილმის მეკობრულად გავრცელება „ოსკარზე“ ფილმის წარმატებას ხელს შეუშლის.

„ინტერნეტში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც მოპოვებულია პირატულად. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და დაწყებულია გამოძიება. გთხოვთ ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის პირატული ვერსიის გავრცელებას და ბმულის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წაშალოთ და დაარეპორტოთ ბმული. ეს არ არის მხოლოდ დანაშაული, არამედ მნიშვნელოვნად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

8 ნოემბერს ფილმის საპრემიერო ჩვენებას თბილისსა და ბათუმში არეულობა მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა დედაქალაქში, სამი კი ბათუმში.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1180)

მთავარი თემები