02:49 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
სიმფონიურიო ორკესტრი ფრანკფურტში

საქართველოში ბავშვების დასახმარებლად მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები ჩამოვიდნენ

© FB / Alte Oper Frankfurt
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (538)
47 0 0

ქუთაისში გაიმართება მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტი, შეგროვილი თანხები მძიმედ დაავადებული ბავშვებს მოხმარდება

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. იტალიელი ტენორი ანტონელო პალომბი და ბულგარელი მომღერალი ვესელინა კაცაროვა ქუთაისში მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერლის, ნინო სურგულაძის მოწვევით ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ, ნათქვამია მომღერლის Facebook-გვერდზე.

ვალერიან შიუკაშვილი თავის დაბადების დღეზე უფასო კონცერტს გამართავს >>

მეცო-სოპრანომ და საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის" დამფუძნებელმა ნინო სურგულაძემ ცნობილი საოპერო მომღერლები და მუსიკოსები მოიწვია, რომლებიც ქუთაისის მაყურებლის წინაშე 9 ნოემბერს წარდგებიან.

მუსიკალური საღამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 21:00 საათზე დაიწყება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი.

ეს საქველმოქმედო ფონდის პირველი კონცერტია, რომელიც არა თბილისში, არამედ რეგიონში იმართება.

საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე" 2014 წელს დაარსდა. მისი წყალობით დღემდე 60-მდე ბავშვის სიცოცხლეა გადარჩენილი. გარდა ამისა, 300-ზე მეტმა ოჯახმა მატერიალური დახმარება მიიღო.

თემები:
საქართველო და კულტურა (538)

მთავარი თემები