02:55 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
ლევან გელბახიანი

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

© photo: And then we danced / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (539)
119 0 0

ლევან გელბახიანის კონკურენტები იქნებიან ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლი შეასრულა, ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi კინოაკადემიის Facebook-გვერდზე დაყრდნობით.

გელბახიანი „ევროპის საუკეთესო მსახიობი კაცის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები კი ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან.

დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 7 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს, პროტესტის ფონზე გაიმართა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

თემები:
საქართველო და კულტურა (539)

მთავარი თემები