12:52 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენება

© photo: Sputnik / Levan Avlabreli
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (61)
144 0 0

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ უწყება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში თავდაპირველად მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

საპატრიარქოს პოზიციით, ეკლესია შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციის მიმართ, თუმცა ამავე დროს ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. 

„ბოროტი ცდილობს შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას. გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს", – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ წმინდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე დაიგეგმა ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება.

„ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ ეს სიუჟეტი „სუხიშვილების" ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს… ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა", – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, ყოველივე ეს გაკეთდა იმისთვის, რომ „შეცვალონ ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას".

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოძრაობა „ქართული მარში" საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავს. მოძრაობის ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ და ორგანიზაციის მხარდამჭერები „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ კინოთეატრების ბლოკირებას".

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ უწყება უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი კი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

 

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (61)

მთავარი თემები