01:06 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ჭაჭის ფესტივალი თელავში

თელავში ყველაზე „გრადუსიანი“ ფესტივალი გაიმართა

photo: Kakheti Municipality / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (617)
8610

ფესტივალზე, რომელიც პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იყო ორგანიზებული, ტურისტებს და თელაველებს ჭაჭითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თელავმა უმასპინძლა ჭაჭის ფესტივალს, რომლის სტუმრებმა მის გამოხდის პროცესში მიიღეს მონაწილეობა და ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძები დააგემოვნეს.

ერეკლე მეორის სასახლის მოედანზე გაცოცხლდა კახური ბაზარი თავისი მრავალფეროვნებით - იყო წარმოდგენილი მრავალფეროვანი საქონელი და ხალხური რეწვის ნაწარმი. სტუმრებს უჩვენეს, როგორ იქცევა დაწურვის შემდეგ დარჩენილი ყურძნის მასა დუღილისა და გამოხდის შემდეგ ჭაჭად და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ უამბეს.

Фестиваль Чача в Телави
ჭაჭის ფესტივალი თელავში

ხალხური მუსიკის შემსრულებლების ტრადიციულმა მრავალხმიანობამ კი ფესტივალს კოლორიტი შესძინა.

თავისი პროდუქცია წარმოადგინეს მსხვილმა კომპანიებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ჭაჭას სახლის პირობებში ხდიან.

ფესტივალი გაიმართა საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტო „საქპატენტის“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ეს იყო სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გამართული კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას.

თემები:
საქართველო და კულტურა (617)

მთავარი თემები