05:21 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
 საავტორო თოჯინების ფესტივალი თბილისში

„შანელის სამყარო“ - თბილისში საავტორო თოჯინების ფესტივალი გაიხსნა

© Sputnik / Levan Avlabreli
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (610)
106 0 0

საავტორო თოჯინების ფესტივალის მონაწილეები წელს იქნებიან ცნობილი ოსტატი ესტონეთიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საავტორო თოჯინების მესამე საერთაშორისო ფესტივალზე ArtDoll, რომელიც ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა, მონაწილეობენ დახვეწილი მეთოჯინეები 11 ქვეყნიდან.

ფესტივალზე, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, დამთვალიერებლები გაეცნობიან 14 ცნობილი ოსტატის ნამუშევრებს შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. საქართველოს გამოფენაზე 26 ოსტატი წარმოადგენს.

„ჟიური შეარჩევს სამ საუკეთესო ნამუშევარს, ხოლო მაყურებელი თავის ფავორიტს დაასახელებს. ჩვენ კონკურსისთვის შევარჩიეთ ინტერნაციონალური თემა, რათა ის იყოს ახლობელი ყველა ავტორისთვის, რომლებიც პურის ფულს საკუთარი ხელებით შოულობენ“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა იულია სოროკინამ.

იულიას თქმით, საავტორო თოჯინები მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. მათ ამზადებენ სხვადასხვა მასალებისგან, დაწყებული პაპიე-მაშეთი დამთავრებული დახვეწილი ფაიფურით. თუმცაღა თოჯინას ფასი დამოკიდებულია არა იმდენად მასალაზე, რამდენადაც შესრულების ტექნიკაზე და ავტორის ოსტატობაზე.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მეთოჯინეების გაერთიანება „ჯეოდოლი“.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (610)

მთავარი თემები