თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იხსნება შემოდგომის ყვავილების ორდღიანი ტრადიციული გამოფენა, სადაც უამრავი ყვავილის კომპოზიცია არის წარმოდგენილი.
ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან ბოტანიკური ბაღის მდიდარ კოლექციას - ქრიზანთემებს, გეორგინებს და შემოდგომის სხვა ყვავილებს, ასევე დიდი სათბურების და სანერგეების პროდუქციას.
იქვე მოწყობილია შემეცნებითი კუთხე, სადაც თემატური ინსტალაციაა წარმოდგენილი.
გამოფენაზე სტუმრები დააგემოვნებენ შემწვარ წაბლს და ჩეხურ ფუნთუშებს. იქნება ასევე გლინტვეინი, ჩაი და ყავა.
ღონისძიება Event Square-ში გაიმართება.
შაბათს გამოფენა გაიხსნება 14:00 საათზე, კვირას - 12:00 საათზე. ღონისძიება 17:00 საათამდე გაგრძელდება.
ღონისძიების ორგანიზატორებია - ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისის მერიის მხარდაჭერით.