თბილისში ქვეყნის საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის კონკურსი დაიწყო

© photo: Bocused Or Georgia / FBსაუკეთესო მზარეულის კონკურს Bocuse d'Or-ის შესარჩევი ტური საქართველოში
საუკეთესო მზარეულის კონკურს Bocuse d'Or-ის შესარჩევი ტური საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი ჯილდოა - გამგზავრება პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Bocuse d'Or, რომელიც იგივეა, რაც „ოსკარი“ კინემატოგრაფისტებისთვის

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო მზარეულის კონკურსი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს საფრანგეთის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Bocuse d'Or, შაბათს დილით Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში დაიწყო.

მზარეულებისთვის „ოქროს ბოქიუზი“ იგივეა, რაც „ოსკარი“ კინემატოგრაფისტებისთვის ან ოლიმპიური თამაშები სპორტსმენებისთვის. კონკურსში გამარჯვება არა მხოლოდ უხსნის მის მონაწილეებს მიმზიდველ პერსპექტივებს, არამედ ამაღლებს ქვეყნის კულტურულ პრესტიჟს, ამახვილებს ყურადღებას მის ეროვნულ სამზარეულოზე, აგრეთვე გასტრონომიული ინდუსტრიის განვითარების დონეზე.

ყველის ნაწარმი გამოფენაზე - Sputnik საქართველო
კახეთი ქართული ყველის ფესტივალს მასპინძლობს

Bocuse d'Or–ში მონაწილეობის უფლება საქართველომ მოიპოვა 2019 წელს, წარმატებული გამოსვლის წყალობით კულინარიულ გამოფენაზე Sirha, ფრანგული გასტრონომიის დედაქალაქ ლიონში. კონკურსი ატარებს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეულის, პოლ ბოქიუზის სახელს (Paul Bocuse).

საქართველოში ეროვნული შესარჩევი ტური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ორი დღის განმავლობაში, 2 და 3 ნოემბერს გაიმართება.

ასი მონაწილიდან ჟიურიმ შეარჩია რვა ყველაზე ღირსეული. გამარჯვებულს შეარჩევს რვაკაციანი ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან წამყვანი შეფ-მზარეულები, მათ შორის „Bocuse d'Or საქართველოს“ პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

Bocuse d'Or–ამდე საქართველოს უძლიერესი შეფ-მზარეული ტალინში (ესტონეთი) კონტინენტურ ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ფრანგი შეფ-მზარეულები ქართული კერძების მომზადებას შეისწავლიან >>

შემდეგი Bocuse d'Or გაიმართება 2021 წელს. 1987 წელს საფრანგეთში დაარსებული კონკურსი 30 წლის განმავლობაში უქმნის ტენდენციებს გასტრონომიულ სამყაროს და სხვადასხვა ქვეყნის შეფ-მზარეულებს აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ თავიანთი ოსტატობა, ასახონ ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციები და მოიპოვონ Bocuse d'Or-ის მთავარი ჯილდო.

ყველა ახალი ამბავი
0