ფრანგი შეფ-მზარეულები ქართული კერძების მომზადებას შეისწავლიან

© Photo: courtesy of Another Georgiaქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ფრანგი შეფ-მზარეულის გასტრონომიულ ვოიაჟს უცხოური მასმედია გააშუქებს.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეულები საქართველოს ქართული სამზარეულოსა და ქვეყნის გასტრონომიული ტრადიციების გაცნობის მიზნით ეწვივნენ, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოში ცნობილი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი სარესტორნო ქსელ La Toupine-ის შეფ-მზარეულები ჟან-პიერ ქსირადაკისი და ფრანკ ოდუ იმყოფებიან.

აჭარული ბორანო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა>>>

ისინი საქართველოს პროექტ Goût de France-ის („საფარნგეთის გემო") ფარგლებში ეწვივნენ, რომელიც იმართება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით.

მეგრული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
მეგრული ხაჭაპურის ვიდეორეცეპტი პროფესიონალი მზარეულისგან: გემო გარანტირებულია!

საქართველოში ფრანგ მზარეულებთან ერთად იმყოფება ფრანგული მასმედიის 33 წარმომადგენელი, მათ შორის, Le Figaro-ს, Le Monde-სა და L'Express-ის ჟურნალისტები.

ფრანგ სტუმრებს უმასპინძლეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საფრანგეთის საელჩოსთან ერთად ვმონაწილეობთ ამ პროექტში. Goût de France დაგვეხმარება, რომ ქვეყნის ტურისტული ცნობადობა კიდევ უფრო გავზარდოთ საფრანგეთში. ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია გააშუქებს და, იმედი გვაქვს, საფრანგეთში უკეთესად გაიცნობენ საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს კულინარიას და ღვინოს", – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფრანგი შეფ-მზარეულები საქართველოში 24 მარტამდე დარჩებიან. ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებით კერძებს მოამზადებენ. უცხოელი სტუმრები კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მონასტრებს მოინახულებენ, სადაც გაეცნობიან ადგილობრივი სამონასტრო კულინარიის ტრადიციებს და ქართული პროდუქტების გამოყენებით ფრანგულ სადილს მოამზადებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0