11:39 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
49 0 0

ჩეხოვის „თოლია" ფინელი რეჟისორის იარი იუუტინენის დადგმით – ეს არის ნაწარმოების ახლებური გააზრება მთელი თავისი სიღრმით...

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში 8 ნოემბერს ცნობილი რუსი მწერლისა და დრამატურგის ანტონ ჩეხოვის „თოლიის" პრემიერა გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თეატრის პრეს-სამსახურში.

გრიბოედოვის თეატრი საქართველოს ქალაქებში გასტროლებზე მიემგზავრება>>

სასცენო ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ფინელი რეჟისორი იარი იუუტინენი. ადრე გრიბოედოვის სცენაზე მან ფინელი დრამატურგის კრისტიან სმედსის პიესა „ყინულის სურათები" დადგა. განათების მხატვარია ასევე ფინელი ფინ ტეემუ ნურმელინი. ესაა თბილისის თეატრისა და ფინეთის თეატრალური დასის Sadsongskomplex:fi ერთობლივი ნამუშევარი.

„თოლია" ცნობილი ფინელი რეჟისორის იარი იუუტინენის დადგმით – ესაა ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების დღევანდელი გააზრება მთელი თავისი სიღრმით, ვნებით, სასოწარკვეთილებითა და იმედგაცრუებით. გმირებს მგზნებარედ სწყურიათ სიყვარული, წარმატება, უბრალოდ ბედნიერება, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ მიაღწევს. ესაა სპექტაკლი შემოქმედებით ტანჯვაზე, სიყვარულით ტანჯვაზე, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის ტანჯვით ძიებაზე", – აღნიშნავენ გრიბოედოვის თეატრში.

ორმოქმედებიან დადგმაში მონაწილეობენ მიხეილ გავაშელი და მერაბ ქუსიკაშვილი, ვლადიმერ ნოვოსარდოვი, ხატია ბერუაშვილი, გვანცა შარვაძე, სოფი ჭალაშვილი, ასევე თავისუფალი თეატრის მსახიობი ანი ალადაშვილი.

მთავარი თემები