04:10 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
„შინელი

გრიბოედოვის თეატრი საქართველოს ქალაქებში გასტროლებზე მიემგზავრება

© photo: Griboedov Theatre / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (375)
4410

რეგიონებში წარმოდგენილი იქნება თეატრის ყველაზე ცნობილი სპექტაკლები.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი საქართველოს ქალაქებში საგასტროლო ტურს იწყებს – გრიბოედოველების ხელოვნებას გაეცნობიან ახალციხეში, ბათუმში, ჭიათურასა და ტყიბულში, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თეატრში.

საგასტროლო ტურნეს 9 სექტემბერს ახალციხეში გახსნის „А.Л.Ж.И.Р. სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი".

ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტურმა დრამამ სერიოზული აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ამ სპექტაკლით თეატრმა ტრიუმფალური გასტროლები მოაწყო ყაზახეთში, განაცხადა თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელმა ნინო შადური-ზარდალიშვილმა.

შემდეგი ქალაქია ბათუმი, სადაც გრიბოედოველები გოგოლის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ ავთანდილ ვარსიმაშვილის „შინელს" წარმოდგენენ.

ჭიათურასა და ტყიბულში 16 და 18 სექტემბერს მაყურებელი ნახავს ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „კარლსონის თავგადასავლები".

„ხალხის მტრების" ქართველი ცოლები ვარსიმაშვილის სპექტაკლში გაცოცხლდებიან >>

„რეჟისორმა ლევონ უზუნიანმა, მხატვარმა თეო კუხიანიძემ და ქორეოგრაფმა დავით მეტრეველმა ფერადოვანი, კაშკაშა სანახაობა შექმნეს, რომელიც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც და მეხსიერებაში დიდხანს დარჩება, როგორც მშვენიერი თეატრალური დღესასწაული", – აღნიშნა შადური-ზარდალიშვილმა.

გრიბოედოვის თეატრი გერმანიაში „ყვითელ ანგელოზს" წარადგენს>>

გრიბოედოვის სახელობის თეატრის 174-ე სეზონი თბილისში 14 სექტემბერს იხსნება ვასილი შუკშინის მიხედვით დადგმული დრამით „წითელი ძახველი" (Калина красная).

თემები:
საქართველო და კულტურა (375)

მთავარი თემები