06:32 14 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (898)
79 0 0

გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის დასი გერმანიაში გასტროლებისთვის ემზადება.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „ყვითელი ანგელოზი" მიემგზავრება გერმანიაში, საერთაშორისო ფესტივალზე MOST, აცხადებენ თეატრში.

ჰანოვერის მოსახლეობა ქართული თეატრის წარმოდგენას Theater in der List-ის სცენაზე 10 აპრილს იხილავს.

„ყვითელი ანგელოზი" – ესაა მსახიობ ირინა მეღვინეთუხუცესის მუსიკალური სპექტაკლი-ბენეფისი. დამდგმელი რეჟისორია საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

მონოსპექტაკლის პრემიერა 2004 წლის 22 მარტს გაიმართა. ის რუსი კინომსახიობის, კომპოზიტორისა და საესტრადო არტისტის ალექსანდრ ვერტინსკის დაბადებიდან 115 წლისთავს მიეძღვნა.

ჰანოვერი ფესტივალს უკვე მეცხრედ მასპინძლობს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინა მაზური – თეატრმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, დრამატურგი.

თემები:
საქართველო და კულტურა (898)

მთავარი თემები