თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი წარდგება მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „კვიპროსის ხუთი საღამო", რომელიც კვიპროსში 20-24 თებერვალს გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია „თეატრის ჯადოსნური სამყარო", კვიპროსის რუსული თეატრი „კუნძული" (Остров), კვიპროსის ქალთა ასოციაცია CLC და ქალაქ ლიმასოლის თეატრი „რიალტო".
გრიბოედოველები ფესტივალზე 23 თებერვალს თეატრ „მარკიდეოში" გამოვლენ და წარმოადგენენ სპექტაკლს „თვინიერი" დოსტოევსკის ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით. სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.
ფესტივალის შედეგებით, მაყურებლის კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებულ სპექტაკლს გადაეცემა „მაყურებლის სიმპათიის პრიზი".
ამას გარდა, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ავთანდილ ვარსიმაშვილი 24 თებერვალს ლიმასოლის სასტუმრო „ატლანტიკა მირამარეში" გამართავს მასტერ-კლასს სახელწოდებით „თეატრი".