09:48 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (736)
33 0 0

უკრაინის დედაქალაქში მაყურებლის წინაშე ქართული დასის 20 არტისტი წარდგება, რომლებიც თეატრის რეპერტუარიდან ცნობილ სპექტაკლებს წარმოადგენენ

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი კიევში გასტროლზე გაემგზავრება, სადაც ქართველი არტისტები 31 ოქტომბერს პროგრამიდან „თანამედროვე ქორეოგრაფიის შედევრები" რამდენიმე სავიზიტო დადგმას წარმოადგენენ, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" თეატრის პრეს-სამსახურში.

კიეველი მაყურებლის წინაშე ქართული დასის 20 არტისტი წარდგება, რომლებიც თეატრის რეპერტუარიდან ცნობილ სპექტაკლებს ითამაშებენ.

მაყურებელი იხილავს ქორეოგრაფ იური პოსოხოვის ბალეტს „საგალობელი" და ჩეხი ქორეოგრაფ ირჟი კილიანის დადგმებს, რომელიც ნიდერლანდების ცეკვის თეატრს ხელმძღვანელობს. ეს არის სტივენ რაიხის მუსიკაზე შექმნილი ბალეტი „პატარა სიკვდილი", „დაცემული ანგელოზები" და მოცარტის მუსიკაზე შექმნილი „ექვსი ცეკვა".

ბალეტი „საგალობელი" ბალეტმეისტერმა იური პოსოხოვმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასისთვის დადგა - მსოფლიო პრემიერა 2008 წლის 2 თებერვალს შედგა.

დადგმაში მუსიკა ქართულ ეროვნულ საკრავებზე, მათ შორის, ჩანგზე სრულდება.

სპექტაკლები კიევის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის სცენაზე გაიმართება.

თემები:
საქართველო და კულტურა (736)

მთავარი თემები