23:25 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1138)
13110

მხატვარი თავის შემოქმედებას უძღვნის თავის საყვარელ მხარეს, სვანურ კოშკებს და დიდებულ მთის მწვერვალებს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. 75 წლის მხატვრის, უშგულელი ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა იხსნება 2 ნოემბერს იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იგრძენი რომის ატმოსფერო: თბილისი უნიკალურ გამოფენას მასპინძლობს >>

ფრიდონ ნიჟარაძე - მხატვარია, რომელიც ფერწერის კლასიკური გაგების ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, მისი შთაგონების წყაროა ბუნება, სამყარო და ადამიანი.

არტისტი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, დაბრუნდა მშობლიურ უშგულში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ფერწერის გარდა, ნიჟარაძე სერიოზულად მუშაობს ხეზე და წერს ლექსებს.

მხატვარი ამბობს, რომ ფერები მას თავად ეცხადებიან. ხატვის დაწყების წინ არ იცის, როგორი სურათი გამოვა.

ამასთან, 75 წლის ნიჟარაძეს თავისი ნამუშევრები ფართო მაყურებლის წინაშე ჯერ არ გამოუტანია. მუზეუმ „ქარვასლაში“ ფერმწერის 40 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიციის კურატორია ნატალია კლდიაშვილი.

მხატვრის ნახატების ნახვა მუზეუმში 15 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

თემები:
საქართველო და კულტურა (1138)

მთავარი თემები