12:25 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
125 0 0

ქართველი პროდიუსერები, წარმატების გასამტკიცებლად, აშშ–ში, პრესტიჟულ კინოფორუმზე American Film Market მიდიან

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცხრა ქართული საპროდიუსერო კინოკომპანია ნოემბერში სამუშაო ვიზიტით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდს ეწვევა – კინომწარმოებლები შეხვდებიან ისეთ წამყვან სტუდიებს, როგორიცაა HBO, Universal Pictures, 21st Century და Disney, ამის შესახებ პროგრამის ხელმძღვანელმა თათია ბიძინაშვილმა ტელეარხ TV Pirveli–ს ეთერში განაცხადა.

„ფორსაჟის“ გიჟური რბოლები თბილისის გულში – სანახაობრივი ფოტოები>>

ქართული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული კინობაზრის American Film Market მუშაობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სანტა–მონიკაში (კალიფორნია). კინოფორუმი კინოს სფეროს წარმომადგენელ რვა ათასზე მეტ სტუმარს იღებს. აქ კინემატოგრაფისტები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს ეცნობიან, გამოცდილებას უზიარებენ და საპროდიუსეროდ საინტერესო კინოპროექტებს ირჩევენ.

„გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტია, რომელიც ითვალისწინებს იმ თანხის 25%-ის დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებებისას დახარჯეს.

როგორც ბიძინაშვილმა აღნიშნა, 2016 წლიდან 2019 წლამდე ამ პროგრამით დარეგისტრირდა 32 კინოპროექტი დაახლოებით 113 მილიონლარიანი საერთო ბიუჯეტით. აქედან 15 პროექტი უკვე დასრულებულია.

ამას გარდა, ბიძინაშვილის განცხადებით, ამ გადაღებებზე აქტიურად არის დასაქმებული ადგილობრივი პერსონალი. მაგალითისთვის მან მოიყვანა ცნობილი ფრანშიზის „ფორსაჟი 9“ ფინალური ნაწილის გადაღება, რომელიც საქარველოში აგვისტო–სექტემბერში მიმდინარეობდა.

გადამღები ჯგუფი 280 კაცისგან შედგებოდა, აღნიშნა ბიძინაშვილმა. საქართველოში მათ სამუშაო მისცეს ჩვენს 500 მოქალაქეს მთელი გადაღების პროცესში. ასევე, საქართველოს მოქალაქეები, დაახლოებით 1200 ადამიანი მონაწილეობდა მასობრივ სცენებში, აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა.

საქართველოში გაითვალისწინეს ის მომენტიც, რომ ადგილობრივი თანამშრომლები, შესაძლოა, არ შეესატყვისებოდნენ ჰოლივუდურ სტანდარტებს. ამაზე პროექტში „გადაიღე საქართველოში“ ჯერ კიდევ 2016 წლიდან იზრუნეს: კომპანიამ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ამერიკის საელჩოსთან და მრავალი პროფესიული ტრენინგი ჩაატარა.

ამჟამად პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარეობს ბრიტანული ისტორიული დრამის The Lady of Heaven („გოგონა ღრუბლებში“) გადაღება, რომლის რეჟისორია ჯონ სტივენსი, პროდიუსერი კი – მეტიუ კეიპერსი.

მთავარი თემები