13:19 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (858)
105 0 0

მუსიკოსის ალბომში შევიდა პროკოფიევის, რახმანინოვისა და საკუთარი ნაწარმოებები.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი ვირტუოზი პიანისტისა და კომპოზიტორის სანდრო ნებიერიძის სადებიუტო ალბომის საქველმოქმედო კონცერტი-პრეზენტაცია სამშაბათს, 22 ოქტომბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება, აცნობა „Sputnik-საქართველოს" თავად მუსიკოსმა.

მუსიკოსის პირველ სტუდიურ ფირფიტაში შევიდა სერგეი პროკოფიევისა და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები, ასევე სანდროს საკუთარი თხზულებები.

ალბომის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება Inga Cancer Foundation-ში – ფონდში, რომელიც ქუთაისში ონკოდაავადებულებებს ეხმარება.

„ეს ფონდი ბებიაჩემის სახელობისაა, რომელიც თითქმის 18 წლის წინ ამ დაავადებით გარდაიცვალა. ფონდი უკვე დაეხმარა 200-ზე მეტ პაციენტს. ასე რომ, ყველა ერთად ცოტათი მაინც დავეხმარებით მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება", – აღნიშნა სანდრო ნებიერიძემ.

თანხის გადარიცხვისთვის სანდრო ნებიერიძის დისკის შეძენაა საჭირო, რომელიც საღამოზე გაიყიდება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. მისამართია – რუსთაველის გამზირი, 6. კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.

18 წლის სანდრო ნებიერიძე თბილისის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სემინარიის კურსდამთავრებულია. არის ავტორი ოპერის, საფორტეპიანო და სხვა საკრავებისთვის განკუთვნილი თხზულებების, ლაურეატია სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის. გასტროლებს მართავს საქართველოსა და ევროპაში. თავისი გამოსვლების დროს ასრულებს საკუთარ ნაწარმოებებსაც.

თემები:
საქართველო და კულტურა (858)

მთავარი თემები