11:01 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1026)
100 0 0

ქართველ რეჟისორსა და მულტიპლიკატორს უკანასკნელ გზაზე ქაშუეთის ტაძრიდან გააცილებენ.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილ ქართველ რეჟისორს მიხეილ კობახიძეს 17 ოქტომბერს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მიხეილ კობახიძე 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. ბოლო წლებში კინემატოგრაფისტი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 16 და 17 ოქტომბერს ქაშუეთის ტაძარში, საიდანაც მას უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

მიხეილ კობახიძე დაიბადა თბილისში 1939 წელს. 1959-1965 წლებში ВГИК-ში სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტებზე სწავლობდა. გადაღება მეორე კურსიდან დაიწყო.

1961 წლიდან თანამშრომლობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან", იღებდა მოკლემეტრაჟიან და მულტიპლიკაციურ ფილმებს.

ფილმისთვის „ქოლგა" 1967 წელს დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინოს კრაკოვის ფესტივალზე გადაეცა ჯილდო „ვერცხლის დრაკონი". საერთო ჯამში კობახიძემ საქართველოში როგორც რეჟისორმა გადაიღო ხუთი შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 1996 წლიდან ცხოვრობდა პარიზში.

ფილმებზე მუშაობის გარდა კობახიძემ დაწერა სცენარები მულტფილმებისთვის: „ცნობისმოყვარე", „ორი ნოველა. ოპტიმისტი", „გამოქვაბულში", „ყალიონი", „ზღვაზე", „ბოლო წვეთი", „საიდუმლო", „მოსავალი", „მწვანე ტოტი", „წმინდა მელა".

თემები:
საქართველო და კულტურა (1026)

მთავარი თემები