გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე

გამოწერა
მიხეილ კობახიძე კინომსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო, რომელიც 1984 წლის 3 ოქტომბერს, 23 წლის ასაკში დახვრიტეს

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბოლო წლებში მიხეილ კობახიძე მძიმე დაავადებას ებრძოდა.

© photo: Georgian Film Academy / FBქართველი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე
გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე - Sputnik საქართველო
ქართველი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძე დაიბადა თბილისში 1939 წელს. 1959-1965 წლებში ВГИК-ში სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტებზე სწავლობდა. გადაღება მეორე კურსიდან დაიწყო.

მიხეილ კობახიძე - Sputnik საქართველო
თბილისში მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

1961 წლიდან თანამშრომლობდა სტუდია „ქართულ ფილმთან", იღებდა მოკლემეტრაჟიან და მულტიპლიკაციურ ფილმებს. ფილმისთვის „ქოლგა" 1967 წელს დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინოს კრაკოვის ფესტივალზე გადაეცა ჯილდო „ვერცხლის დრაკონი". საერთო ჯამში კობახიძემ საქართველოში როგორც რეჟისორმა გადაიღო ხუთი შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 1996 წლიდან ცხოვრობს პარიზში.

ფილმებზე მუშაობის გარდა კობახიძემ დაწერა სცენარები მულტფილმებისთვის: „ცნობისმოყვარე", „ორი ნოველა. ოპტიმისტი", „გამოქვაბულში", „ყალიონი", „ზღვაზე", „ბოლო წვეთი", „საიდუმლო", „მოსავალი", „მწვანე ტოტი" და „წმინდა მელა".

1996 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა შედგა.

მიხეილ კობახიძე კინომსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო, რომელიც 1984 წლის 3 ოქტომბერს, 23 წლის ასაკში დახვრიტეს.

ყველა ახალი ამბავი
0