02:22 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (110)
111 0 0

ვალიადოლიდში ქართული კინოს ოსტატების შედევრებს აჩვენებენ.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. ფესტივალი 19-26 ოქტომბერს ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება 20 ქართული ფილმი, მათ შორის, როგორც ქართული კინოს აღიარებული ოსტატების, ისე დამწყები რეჟისორების ფილმები.

ნაჩვენები იქნება ოთარ იოსელიანის „შანტრაპა", ზაზა ურუშაძის „მანდარინები", გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული", ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი, ნათელი დღეები", რეზო გიგინეიშვილის „მძევლები", მარიამ ხაჭვანის „დედე", ანა ურუშაძის „საშიში დედა", ზაზა ხალვაშის „ნამე", რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი", რატი ონელის „მზის ქალაქი" და სხვ.

ესპანური კინოფესტივალის სტუმრებს უჩვენებენ კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებულ ცნობილ მუნჯ ფილმს „ჩემი ბებია", რომელიც მუსიკალურად რეზო კიკნაძის ჯაზ-ტრიომ გააფორმა.

კინოფესტივალის ჟიურის ორი წევრი ქართველი რეჟისორია – ქეთი მაჭავარიანი და ნუცა ალექსი-მესხიშვილი.

ტორონტოში ქართულ ფილმს არატრადიციულ სიყვარულზე „ფესტივალის განძი" უწოდეს>>

ფესტივალზე მოეწყობა ქართული კინოს შესახებ წიგნის პრეზენტაცია ესპანურ და ქართულ ენებზე. წიგნში შესულია კინომცოდნეების ლელა ოჩიაურის, ზვიად დოლიძისა და ირინა დემეტრაძის სტატიები.

„საქართველოს, როგორც სტუმარ ქვეყანას, ვალიადოლიდის ფესტივალი 24 ოქტომბრის პროგრამას მიუძღვნის. გაიმართება არაერთი აქტივობა, მათ შორის დისკუსია ქართული კინოს შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც ქართველი კინემატოგრაფისტები ქეთი მაჭავარიანი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, თორნიკე ბზიავა და ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაესწრებიან. საღამოს ესპანეთში ქართული საელჩოსა და ვალიადოლიდის კინოფესტივალის ორგანიზებით გაიმართება ქართული მიღება ფესტივალის სტუმრებისთვის", – აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

საერთაშორისო ყოველწლიური კინოფესტივალი ვალიადოლიდში 1956 წლიდან იმართება. იგი ესპანეთში საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია. სხვადასხვა დროს იგი დაკავშირებული იყო ისეთ სახელებთან, როგორებიცაა პედრო ალმადოვარი, კენ ლოუჩი, არტურ პენი, ინგმარ ბერგმანი, ლუკინო ვისკონტი, ფრანსუა ტრიუფო, ვონგ კარ-ვაი, ანჯეი ვაიდა, ნიკიტა მიხალკოვი და სხვ.

თემები:
ქართული კინო (110)

მთავარი თემები