00:45 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663

თბილისში ციფრული ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (446)
75620

მუზეუმის დამთვალიერებელი მთლიანად იძირება იმ დროისა და თემატიკის ატმოსფეროში, რომელსაც გამოფენა ეძღვნება.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი, რომლის ექსპონატები ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით არის ნაჩვენები, თბილისში 7 ოქტომბერს გაიხსნა.

თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა >>

მუზეუმი სამი მულტიმედიური დარბაზით სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ის ტეროტორიაზე განთავსდა. მუზეუმის შემქმნელების თქმით, ციფრული მუზეუმების უპირატესობა იმაშია, რომ ისინი სინამდვილეში მოხვედრის ეფექტს აძლიერებს.

გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებლებმა ნახეს ინსტალაცია, რომელიც ვაჟა-ფშაველას პოემა „ხმელი წიფელის“ თემაზეა შექმნილი.

„წელს ვაჟა-ფშაველას პოემა „ხმელი წიფელი“ 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალურად ამ პერფორმანსისათვის შეიქმნა მუსიკა, გრაფიკა და ციფრული შრიფტი, რომელიც პოეტის ხელნაწერებიდან ავიღეთ“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

პოემის ტექსტს პოპულარული ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია კითხულობდა.

მსოფლიოში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი Mori Building ტოკიოში, კუნძულ ოდაიბაზე 2018 წელს გაიხსნა.

თემები:
საქართველო და კულტურა (446)

მთავარი თემები