თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

© photo: © 2019 Tbilisi Museum of Photography and Multimedia ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი თბილისში
 ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუზეუმის მიზანია მულტიმედიური კულტურის განვითარების წახალისება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. პირველად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში თბილისის სასტუმრო Stamba-ში გაიხსნა ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი (Tbilisi Photography & Multimedia Museum, TPMM). მუზეუმის საზეიმო გახსნა გაიმართა თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში, რომელიც დედაქალაქში 12 სექტემბერს გაიხსნა და 21 სექტემბერს დაიხურება.

მუზეუმში განთავსდა თანამედროვე დიზაინით შესრულებული მედიათეკა და მულტიმედიური არქივი. აქ შეინახება თბილისის ფოტოფესტივალის 10 წლის განმავლობაში შეგროვებული მასალები, ასევე საარქივო მასალები, რომლებიც ევროპული ფოტოდაწესებულებებიდან არის გადმოცემული.

Tbilisi Photo Festival 2019 - Sputnik საქართველო
Tbilisi Photo Festival 2019-ს ამერიკელი ნან გოლდინის საკულტო გამოფენა გახსნის

მედიათეკა შეიქმნა პროექტის „სამხრეთ კავკასიური ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის" ფარგლებში და მას აფინანსებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო სამხრეთ კავკასიაში.

ორგანიზატორების განცხადებით, მუზეუმის მიზანია მულტიმედიური კულტურის განვითარების წახალისება სამხრეთ კავკასიაში. მუზეუმი პირველი დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია თანამედროვე გამოსახულებაზე – ფოტოებზე, თანამედროვე მედიასა და ვიდეოზე.

მულტიმედიის მუზეუმი ასევე მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას მოზარდებისთვის „გამოსახულების ფაბრიკა". პროგრამის ფარგლებში მუზეუმში ჩატარდება სხვადასხვა სემინარები, მასტერ-კლასები და გამოფენები.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმს გახსნის ფრანგი არტისტების დუეტის – ვენსან მუნის და პრისცილა ტელმონის მულტიმედიური პროექტი „Unus Mundus: რიტუალები და ტრანსი". პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული განსხვავებული კონფესიების, ხალხების და ეთნიკური ჯგუფების რიტუალების პოეტურ დოკუმენტაციას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0