ლა–სკალას კამერული ორკესტრი თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: International Music Festival "Autumn Tbilisi" / FBლა სკალას კამერული ორკესტრი
ლა სკალას კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტზე აჟღერდება ვივალდის, გრიგის, ბრუხის, პენდერეცკისა და კახიძის მუსიკა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი მილანის ლა–სკალას თეატრის კამერული ორკესტრი, საერთაშორისო XXVII მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისის" ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს კონცერტს გამართავს.

მე არ დაგწვავთ, იმნაირად ვანათებ...>>

ლა–სკალას კამერული ორკესტრი ისტორიას 1982 წლიდან ითვლის. ორკესტრი მილანის ორი დიდი – ლა–სკალას თეატრისა და ლა–სკალას ფილარმონიული ორკესტრის მუსიკოსებისგან შეიქმნა. კამერული ორკესტრი მუდმივად მართავს კონცერტებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების სცენებზე.

„ჯანი სკიკი „ლა სკალას სცენაზე - Sputnik საქართველო
„ლა სკალას" სცენაზე ქართველმა ბარიტონმა ვუდი ალენის მიერ დადგმულ ოპერაში იმღერა

თბილისურ საღამოზე მილანის კამერულ ორკესტრთან დირიჟორი ვახტანგ კახიძე გამოვა. სოლისტები იქნებიან იტალიელი ალტისტი სიმონიდ ბრაკონი და ვახტანგ კახიძე – ფორტეპიანო.

კონცერტზე აჟღერდება ამტონიო ვივალდის, ედვარდ გრიგის, მაქს ბრუხის, კშიშტოფ პენდერეცკისა და ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები.

მუსიკალურ ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი", რომელიც 15 სექტემბერს გაიხსნა და 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, უკვე გამოვიდნენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან კლარნეტისტი ძმები ალექსანდრ და დანიელ გურფინკელები ისრაელიდან, ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ლატვიური ანსამბლი „ლატვიის ხმა" და სხვ.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" დედაქალაქში 1993 წლიდან იმართება. ფესტივალის დამაარსებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.

ყველა ახალი ამბავი
0