11:33 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
გიორგი როსტიაშვილი

როგორ ემზადება საქართველო „საბავშვო ევროვიზიისთვის"

© photo: Ranina / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (538)
5920

ადრე ბიჭუნას ოცნება შოუ „რანინას" მოგება იყო, ახლა უკვე „საბავშვო ევროვიზიის" მოგებაა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. სიმღერის ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2019" საქართველოს 12 წლის გიორგი როსტიაშვილი წარადგენს სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს" (We want to love).

წელს Junior Eurovision Song Contest პოლონეთის ქალაქ გლივიცაში, Arena Gliwice-ს სცენაზე 24 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი უკვე შეუდგა მუშაობას კლიპის გადაღებებზე. ვიდეოს რეჟისორია ცნობილი ქართველი დამდგმელი რეჟისორი და კლიპმეიკერი ზაზა ორაშვილი, რომელიც ბოლო წლების როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა კონკურსებში საქართველოს წარმომადგენელთა კლიპების ავტორია.

კლიპში გიორგისთან ერთად გადაიღებენ პირველი არხის საბავშვო ვოკალური შოუ „რანინას" მონაწილეებს. სწორედ ამ პროექტში გამარჯვებით მიიღო გიორგიმ ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარდგენის პატივი.

გიორგიმ ჟურნალისტებთან ევროპულ სცენაზე თავისი სიმღერისა და გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

„ძალიან გახარებული ვარ და მე ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა იქნება ქართველი ხალხისთვის დასამახსოვრებელი. ჩემი მიზანი არის პირველი ადგილი", – განაცხადა გიორგიმ.

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუ „რანინაზე" გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს მას სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ცნობენ, რაც ძალიან ახარებს.

საქართველო 2018 წელს საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილმა წარადგინა. მან მერვე ადგილი დაიკავა. საქართველო სამჯერ - 2008, 2011 და 2016 წლებში გახდა კონკურსის გამარჯვებული. 2017 წელს საბავშვო ევროვიზია თბილისში გაიმართა.

თემები:
საქართველო და კულტურა (538)

მთავარი თემები