„საბავშვო ევროვიზია 2018": ქართველმა მონაწილემ საკუთარ ემოციებზე ისაუბრა

© Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშითამარ ედილაშვილი
თამარ ედილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალური კონკურსის 20 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველომ მერვე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. „საბავშვო ევროვიზია 2018"-ზე საქართველოს წარმომადგენელმა თამარ ედილაშვილმა, რომელმაც კონკურსზე მერვე ადგილი დაიკავა, გრანდიოზული ფინალის შემდეგ პირველი კომნენტარი გააკეთა და თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გუშინ მინსკში სიმღერის კონკურსის „საბავშვო ერვოვიზია 2018" ფინალი გაიმართა. მისი გამარჯვებული გახდა პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვეგელი.

როქსანა ვეგელი - Sputnik საქართველო
„საბავშვო ევროვიზია 2018“–ზე პოლონეთმა გაიმარჯვა

„ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი ხმა მაინც მომცა. ძალიან მადლობელი ვარ. სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი სიამოვნება იყო საბავშვო ევროვიზია. ყველაფერ კარგს ვუსურვებ შემდეგი წლის გამომსვლელსაც და საქართველოს – გამარჯვებას შემდეგ წელს", – განაცხადა თამარმა ვიდეომიმართვაში.

უმაღლესი შეფასება 12 ქულა საქართველოს მიანიჭეს რუსეთმა, ირლანდიამ, ისრაელმა, ხოლო 10-10 ქულა დაუწერეს საფრანგეთმა, იტალიამ და უელსმა, ედილაშვილს 7 ქულა ერგო ავსტრალიისგან, მაკედონიისა და ყაზახეთისგან – 5-5, სომხეთისგან – 8, აზერბაიჯანის, პორტუგალიის, ჰოლანდიისა და სერბეთისგან – 2-2, პოლონეთისგან – 1 ქულა.

მაყურებელმა საქართველოდან უმაღლესი შეფასება მისცა მალტას, რომლისგანაც არც ერთი ქულა სანაცვლოდ არ მიუღია.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული სამჯერ იყო – 2008, 2011 და 2016 წლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0