„მგზავრები“ მოსკოვსა და პეტერბურგში გამართავს კონცერტებს

© photo: Mgzavrebi / FB„მგზავრები“
„მგზავრები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მგზავრების“ გამოსვლა სრულიად ახალ სივრცეებშია დაგეგმილი. მოსკოვში ბენდი კლუბ 1930 Moscow-ში იმღერებს 21 ნოემბერს, ხოლო სანქტ-პეტერბურგში — 7 დეკემბერს კლუბ „მორზეში“.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართული ბენდი „მგზავრები“, რომელიც პოპულარობით სარგებლობს რუსეთში, სოლო კონცერტებს გამართავს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. 

„მგზავრების“ გამოსვლა სრულიად ახალ სივრცეებშია დაგეგმილი. მოსკოვში ბენდი კლუბ 1930 Moscow-ში იმღერებს 21 ნოემბერს, ხოლო სანქტ-პეტერბურგში — 7 დეკემბერს კლუბ „მორზეში“. 

„ამ ქალაქებში პრაქტიკულად არ დარჩენილა კლუბი, სადაც არ გამოვსულვართ... ახალი სცენები — ეს ყოველთვის ახალი შეგრძნებები და განცდებია. ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობთ აღმოვაჩინოთ რაღაც ახალი“, — ნათქვამია ბენდის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონცერტებზე მგზავრები შეასრულებენ როგორც კომპოზიციებს ბოლო ალბომიდან სახელწოდებით GEO, ისე ძველ ჰიტებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0