თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართული ბენდი „მგზავრები“, რომელიც პოპულარობით სარგებლობს რუსეთში, სოლო კონცერტებს გამართავს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.
„მგზავრების“ გამოსვლა სრულიად ახალ სივრცეებშია დაგეგმილი. მოსკოვში ბენდი კლუბ 1930 Moscow-ში იმღერებს 21 ნოემბერს, ხოლო სანქტ-პეტერბურგში — 7 დეკემბერს კლუბ „მორზეში“.
„ამ ქალაქებში პრაქტიკულად არ დარჩენილა კლუბი, სადაც არ გამოვსულვართ... ახალი სცენები — ეს ყოველთვის ახალი შეგრძნებები და განცდებია. ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობთ აღმოვაჩინოთ რაღაც ახალი“, — ნათქვამია ბენდის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონცერტებზე მგზავრები შეასრულებენ როგორც კომპოზიციებს ბოლო ალბომიდან სახელწოდებით GEO, ისე ძველ ჰიტებს.