Tbilisi Photo Festival 2019-ს ამერიკელი ნან გოლდინის საკულტო გამოფენა გახსნის

გამოწერა
ამერიკელი ფოტოგრაფის გახმაურებულ ფოტოსერიაში 70-80-იანი წლების ნიუ-იორკის ახალგაზრდული სუბკულტურის წარმომადგენელთა ხილვაა შესაძლებელი.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. Tbilisi Photo Festival 2019 ხუთშაბათს, 12 სექტემბერს ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ნან (ნენსი) გოლდინის (Nancy 'Nan' Goldin) გამოფენით გაიხსნება. ფესტივალს ეწვევიან პროფესიონალი ფოტოგრაფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ფოტოხელოვნების მოყვარულები, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

წარსულში დაბრუნება: თბილისში ფირის ფოტოგრაფიის გამოფენა გაიმართება>>

Tbilisi Photo Festival საქართველოში პირველად 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი ფოტოფესტივალის Les Rencontres d'Arles ორგანიზატორებთან პარტნიორობით. დაარსების დღიდან თბილისის ფოტოფესტივალი ისწრაფვის იყოს ცენტრალური ადგილი ფოტოგრაფების შეხვედრებისთვის აზიიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, არაბული ქვეყნებიდან.

კინოფირი - Sputnik საქართველო
თბილისში ფოტოგამოფენა „უსახელო არქივი" XX საუკუნის პირველ ნახევარს გააცოცხლებს

„ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე" (The Ballad of Sexual Dependency) ნან გოლდინის პირველი ფოტოალბომია. ფოტომხატვარმა ის მიუძღვნა თავის დას, რომელმაც 18 წლისამ თავი მოიკლა. სერიაში ჩართულია ავტორის მიერ 1979-1985 წლებში შესრულებული ნამუშევრები. სერიის მთავარი თემებია სექსუალობა, გენდერი, ეპატაჟი და ახალი რეალიზმი.

ფოტოგამოფენის ნახვა შესაძლებელია კლუბ Bassiani-ში 22:30 საათზე.

ფესტივალის ღონისძიებების ძირითადი ნაწილი პარალელურ რეჟიმში ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციაზე: თბილისის სასტუმროებში Stamba და Rooms, მუშთაიდის პარკში, ასევე ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

ქუჩის ფოტოგრაფიის ფესტივალის London Street Photography Festival გამარჯვებულები>>

ფესტივალის ორგანიზატორებმა ექსპოზიციის თემატურ მრავალფეროვნებაზეც იზრუნეს. ავტორები ეხებიან გენდერის, ეკოლოგიის, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მიგრაციის, პირობითი საზღვრების, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების საკითხებს თანამედროვე საზოგადოებაში.

ძველი თბილისის პანორამა - Sputnik საქართველო
19 აგვისტო ფოტოგრაფიის საერთაშორისო დღეა

ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე", რომელსაც ყველა ელოდება, მუშთაიდის ბაღში 14 სექტემბერს გაიმართება. „ფოტოგრაფიის ღამე" უკვე მეათედ ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ავტორების 300-ზე მეტი ნამუშევარი. მათ შორის არიან ფოტოგრაფები საქართველოდან და კავკასიიდან. თავიანთი ნამუშევრები მათ მიუძღვნეს 2019 წლის მოვლენებს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ სფეროებში.

ფოტოექსპოზიციების გარდა, ორგანიზატორები სტუმრებს შესთავაზებენ ელექტრონულ მუსიკას ქართველი მუსიკოსის Kordz-ის (ალექსანდრე კორძაია) შესრულებით. ფესტივალის სტუმრები ასევე შეძლებენ ირაკლი ბითაძის ლექციის მოსმენას მუშთაიდის პარკის ისტორიის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0