წარსულში დაბრუნება: თბილისში ფირის ფოტოგრაფიის გამოფენა გაიმართება

გამოწერა
გამოფენის ორგანიზატორებს სურთ აჩვენონ, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში ფირის ფოტოგრაფიაც ცოცხალია.

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების ფირის ფოტოების გამოფენა ვაკის პარკში 8 და 9 ივნისს გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორებს სურთ დამთვალიერებელს აჩვენონ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხლობს ფირის ფოტოგრაფია. გამოფენა ვაკის პარკის მედიათეკაში 8 ივნისს 17:00 საათიდან 00:00 საათამდე და 9 ივნისს 11:00-დან 20:00 საათამდე ჩატარდება.

TBC bank–ის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
დავით კაკაბაძის საოჯახო არქივს TBC Gallery მასპინძლობს

„დღეს, ციფრულ ეპოქაში მივიწყებულია ფირის ფოტო და ზოგიერთისთვის ის მხოლოდ წარსულთან ასოცირდება“, – ამბობენ ორგანიზატორები, თუმცა ამის მიუხედავად, დარჩა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უპირატესობას ფოტოფირს ანიჭებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 19 ფოტოგრაფი, მათ შორის იქნებიან ხატია გელაშვილი, თინათინ ცხვედაძე, ლევან კაკიაშვილი და სხვები.

გამოფენაზე შესვლა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0