თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 21 სექტემბერს ჰიპ-ჰოპის ფესტივალი პირველად ჩატარდება, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფესტივალი ზემო ფონიჭალაში მდებარე Alibi Arena-ს ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ჩატარდება.
ფესტივალში გაერთიანებულია ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ელემენტი: რიტმული მუსიკა, ბრეიკ-დანსი, გრაფიტის ხელოვნება. მხატვრებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა. საღამოს ბოლოს სტუმრები საუკეთესო გრაფიტის შეარჩევენ.
ფესტივალის ტერიტორიაზე მყუდრო კაფე და ბარები იმუშავებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები: Zaza Nozadze and Qseli56, Kazzy Jazz, DJ Grotask, Nick Green, Babiloni და სხვ.