13:08 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (720)
74 0 0

სტუმრები შეასრულებენ ბენჯამინ ბრიტენის, ასტორ პიაცოლასა და ყაზახი კომპოზიტორის ნაწარმოებებს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები" ბათუმში კონცერტის შემდეგ თბილისს უბრუნდება – 2 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.

მსმენელის წინაშე კონცერტის პირველ განყოფილებაში წარდგება ტრიო ყაზახეთიდან მევიოლინე ბაგდატ აბილხანოვის, ვიოლონჩელისტ კურვაჟან ახატოვისა და პიანისტ ერლან სერკებაევის შემადგენლობით.

სტუმრები შეასრულებენ ბრიტანელი კომპოზიტორის ბენჯამინ ბრიტენის სიმფონიას, არგენტინელი კომპოზიტორის ასტორ პიაცოლას ტანგოს ფორტეპიანოსთვის და ყაზახი კომპოზიტორის არტიკ ტოკსანბაევის ნაწარმოებებს.

მეორე განყოფილებაში სცენაზე გამოვლენ ქართველი მუსიკოსები: სანდრო ნებიერიძე, მესაყვირე დავით შამანაური, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. შესრულდება ავსტრიელი კომპოზიტორის ანტონ ვებერნის „ნელი ვალსი" და დიმიტრი შოსტაკოვიჩის №1 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის.

„ღამის სერენადების“ შემდეგი კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 4 სექტემბერს გაიმართება.

ვირტუოზი პიანისტი სანდრო ნებიერიძე ბათუმში „ღამის სერენადებს“ გახსნის>>

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იმართებოდა. ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა — ამჯერად აჭარაში. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი".

თემები:
საქართველო და კულტურა (720)

მთავარი თემები