03:30 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
Boris Brejcha

დიჯეები მთელი მსოფლიოდან საქართველოში ფესტივალზე EchoWaves მოიყრიან თავს

© Photo: Boris Brejcha Official / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (376)
65 0 0

საქართველოს შავი ზღვისპირეთი ოთხი დღით ევროპის ელექტრონული მუსიკის ცენტრად გადაიქცევა

 

თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალს EchoWaves, რომელიც ანაკლიაში 22-25 აგვისტოს ჩატარდება, მსოფლიოში ცნობილი რუსი დიჯეი ნინა კრავიცი გახსნის, ნათქვამია ღონისძიების ფეისბუქ–გვერდზე.

ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაშე წარდგებიან ინგლისელი დიჯეი და პროდიუსერი ნიკ უორენი, ჰოლანდიელი დიჯეი ელკი კლეინი, ბელგიელი დიჯეები Lehar და Musumeci, სომეხი დიჯეი არმენ მირანი, აზერბაიჯანელი დიჯეი ბანბეკი, თურქი დიჯეი მურად უნჩოღლუ. 

ნინა კრავიცმა სადებიუტო ალბომი 2012 წლის თებერვალში გამოუშვა. დიჯეის ერთ-ერთი ვიდეო Between The Beats ყურადღების ცენტრში მოექცა და ელექტრონულ მუსიკაში ფემინიზმის შესახებ დისკუსიები გამოიწვია. 2018 წელს ნინა კრავიცი პლანეტის საუკეთესო დიჯეების რეიტინგში, ჟურნალ DJ Magazine-ის ვერსიით, 97-ე ადგილზე გავიდა.

ფესტივალი EchoWaves პირველად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 2018 წელს ევროპაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალ EXIT-ის ეგიდით ჩატარდა. ეს უკანასკნელი სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში, ბოსნიასა და რუმინეთში იმართება. შარშან ოთხი დღის განმავლობაში ხუთ სცენაზე 150 შემსრულებელი გამოვიდა. მათ შორის იყვნენ ხუან ატკინსი, დაი ანტვორდი, სოლომუნი, ტრიქი და მრავალი სხვა.

ანაკლიაში EchoWaves მიმდინარეობს სამთავრობო პროექტის - Check in Georgia 2019 - ფარგლებში.

თემები:
საქართველო და კულტურა (376)

მთავარი თემები