საქართველო აღმოსავლეთი ევროპის ხელოვნების ახალი ფესტივალის ნაწილი გახდა

© photo: Government of Georgia / FBბათუმის თეატრი
ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი თეატრის მოყვარულებს მრავალფეროვანი წარმოდგენებით, კონცერტებითა და კინოჩვენებებით გაანებივრებს.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და ლიეტუვის თეატრალური დასების თანამშრომლობის შედეგად ახალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ტრანს/მისიები – აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა" დაიბადა, აღნიშნულია ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის განცხადებაში.

მომავალი ფესტივალის ფოკუსში იქნება, პირველ რიგში, დრამატული ხელოვნება, ასევე სხვა თეატრალური ფორმები. პროგრამაში გათვალისწინებულია მრავალფეროვანი წარმოდგენები, კონცერტები, კინოჩვენებები, გამოფენები, შეხვედრები მსახიობებთან და სხვ.

ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
გრანდიოზული პროექტი: ბათუმი თეატრალურ ფესტივალს უმასპინლებს

„ფესტივალი დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია. იგი აკავშირებს საქართველოსა და უკრაინას კულტურულ ოთხკუთხედთან და ევროპული თანამეგობრობის ორ წევრს (პოლონეთი, ლიეტუვა). ყველა პარტნიორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გეოგრაფიული და კულტურული საზღვრები. ფესტივალის ინოვაციური ბუნება შესაძლოა გახდეს შემდგომი ახალი აქტივობების ინსპირაციის წყარო კულტურულ და სოციალურ სფეროში", – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

საქართველოს ფესტივალზე წარმოადგენს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ბათუმის თეატრი პირველი გასტროლებით პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში 22 აგვისტოს გაემგზავრება. ჟეშუვში მუშაობს ვანდა შიმანოვსკას სახელობის თეატრი, რომლის სცენაზეც წარდგებიან ქართველი მსახიობები.

უკრაინას ფესტივალზე წარმოადგენს ოდესის ვ. ვასილკოს სახელობის აკადემიური უკრაინული მუსიკისა და დრამის თეატრი, ლიეტუვას – Na Pohulance თეატრი ვილნიუსიდან, ხოლო პოლონეთს – ვანდა შიმანოვსკას (Wanda Siemaszkowa) სახელობის თეატრი.

ყველა ახალი ამბავი
0