15:11 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
გურჯი ხათუნის სავარაუდო სარკოფაგი

სენსაცია: თურქეთში სავარაუდოდ თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი იპოვეს

© Photo: Aa.com.tr
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
167840

გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად ასევე აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თურქეთის ქალაქ ერზერუმის პასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯ ხათუნად წოდებული თამარის საფლავი იპოვეს, იუწყება საქართველოს საელჩო თურქეთში. 

გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად ასევე აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც.

საელჩო წერს, რომ აღნიშნული საკითხის მოკვლევას იწყებს.

თამარი, იგივე გურჯი ხათუნი საქართველოს მეფის, რუსუდანისა და მოღის ედ-დინის ასული იყო. ის 1236 წელს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს მიათხოვეს. თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. სულთანმა 1236 წელს მოჭრილ ფულზე სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.

სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურული მშვენებაა.

 

 

 

 

მთავარი თემები