22:47 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
კადრი ფილმიდან Then We Danced

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესაძლოა „ოსკარზე“ მოხვდეს

© photo: And Then We Danced / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (538)
11710

წელს „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე შესაძლოა ორი ქართული ფილმი მოხვდეს. ერთი ფილმი „შინდისია“, იქნება თუ არა მეორე Then We Danced, ეს აგვისტოს ბოლოს გაირკვევა

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქართველ მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის Then We Danced შვედეთის მიერ ოსკარზე წარსადგენ სამ ფილმს შორის მოხვდა, ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელ ფილმს წარადგენს შვედეთი ოსკარზე უცხოური ფილმის კატეგორიაში, 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. ლევან გელბახიანთან ერთად ფილმში თამაშობენ ანა ჯავახიშვილი და ბაჩი ვალიშვილი.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი 2019 წლის კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ოდესის კინოფესტივალის ტრიუმფატორი >>

ოდესის კინოფესტივალი პირველად 2010 წელს გაიმართა. პირველი ორი წელი ფორუმი უფრო ორიენტირებული იყო როგორც განსაკუთრებული იუმორის გრძნობის მქონე ფილმების ფესტივალი, 2012 წლიდან ფესტივალი გაფართოვდა და არტ-მეინსტრიმის ფესტივალად იქცა.

სხვადასხვა წლებში ოდესის ფესტივალის გამარჯვებული ფილმები იყო რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „ბრმა პაემნები", ელენა ფეტისოვასა და სერჟ ავედიკიანის ფილმი „ფარაჯანოვი", ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (538)

მთავარი თემები