სკარლეტ იოჰანსონი ქართველი დიზაინერის ელეგანტურ სამოსში გამოჩნდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშისკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტ იოჰანსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლივუდის სექს-სიმბოლომ ქართველი დიზაინერის კაბა შეარჩია

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი საერთაშორისო ფესტივალზე Comic-Con წარმატებული ქართველი დიზაინერის დევიდ კომის ელეგანტურ სამოსში გამოჩნდა.

ჯენიფერ ლოპესი კლიპში ქართველი დიზაინერის სექსუალური კაბით გადაიღეს>>

34 წლის მსახიობმა ჩაიცვა კლასიკური შავ-თეთრი ერთიანი კოსტიუმი საინტერესო ელემენტებით, რომლებიც წელს გამოკვეთილად წარმოაჩენს. გამჭვირვალე შტრიხების წყალობით მსახიობის თაყვანისმცემლებმა იოჰანსონის ტეტუებიც იხილეს.

Comic-con - ესაა საერთაშორისო ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც 1970 წლიდან სან-დიეგოში იმართება. ეძღვნება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია კომიქსებთან, მულტიპლიკაციასთან, ანიმესთან, საკოლექციო სათამაშოებთან, ტელესერიალებთან და სხვა.

დევიდ კომა

ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომახიძემ 2009 წელს საკუთარი მარკა შექმნა — David Koma. დღეს დიზაინერი მსოფლიოში ცნობილ მარკეტ–გიგანტთან თანამშრომლობს David Koma for Top shop, 2014 წლიდან კი Thierry Mugler–ის კრეატიული დირექტორია.

დევიდ კომას კოლექციიდან - Sputnik საქართველო
დევიდ კომამ მოდელებს ლონდონში ქართული ჩოხები ჩააცვა

დევიდ კომა დაიბადა თბილისში 1981 წელს, ბავშვობიან მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობდა. ის ქალის სილუეტებს ხატავდა და ლონდონში წასვლაზე ოცნებობდა, სადაც დიზაინერობის სწავლა უნდოდა. მაგრამ თავიდან კომა შტიგლიცის სახელობის სანქტ–პეტერბურგის სამხატვრო–სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა.

სადებიუტო კოლექცია კომამ 15 წლის ასაკში შექმნა. მისი ბავშვობის ოცნება ახდა - ის ლონდონში გაემგზავრდა, სადაც წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი დაამთავრა.

ჯენიფერ ლოპესი, გვინეთ პელტროუ, მეგან ფოქსი, ევა ლონგორია, ადრიანა ლიმა, სელენა გომეზი, სინდი კროუფორფი, ჯენიფერ ლოურენსი, ბეიონსე — აი სელებრითების არასრული სია, რომლებიც ქართული წარმოშობის დიზაინერის შემოქმედების თაყვანისმცემლები გახდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0